რეპერ Puff Diddy-ის დედა დუმილს არღვევს – რას ამბობს 84 წლის ქალბატონი ამბავზე, რომელმაც მსოფლიო შეძრა

ამერიკელი რეპერის, Puff Diddy- ის დედა დუმილს არღვევს. 84 წლის ჯენისის კომენტარს გამოცემა “დეილი მეილი” ავრცელებს.

„დღეს მე მოგმართავთ როგორც დედა, რომელიც შვილის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს ძალიან განიცდის. გული მტკივა, როცა ვხედავ როგორ სჯიან ჩემს შვილს ტყუილისგან შექმნილი ისტორიებისთვის. როდესაც ჩემი შვილის ლინჩის საჯარო ლინჩის მოწმევა ვარ. სანამ მას საკუთარი სიმართლის დამტკიცების შესაძლებლობა მიეცემა, მე წამოუდგენელ ტკივილს განვიცდი. 

ტყუილი ბრალდებები, რომლებიც მის მიმართ არის წაყენებული – იმ ადამიანებისგან მოდის, რომლებიც  მისგან ფინანსუ სარგებელს ეძებენ და არა სამართალს.

არ მინდა ჩემი შვილი სრულყოფილად წამოვაჩინო, რადგან ის სრულყოფილი არაა. მან ბევრი შეცდომა დაუშვა.  მან არ აღიარა, რომ ყოფილ შეყვარებულზე ძალადობდა. მიუხედავად იმისა, რომ  სასტუმროს ჩანაწერები საპირისპიროს აჩვენებდა. ზოგჯერ სიმართლე და ტყუილი ძალიან  მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული”,- განაცხადა რეპერის დედამ. 

წყარო : პრაიმტაიმი