ჯასტინ ბიბერი, Diddy-ის თავზარდამცემი სკანდალის ფონზე ამჯერად ლოს-ანჯელესში გადაიღეს, ის ავტომობილში მარტო იჯდა. პაპარაცული ფოტოების გავრცელების შემდეგ, საზოგადოება კიდევ უფრო შეშფოთებულია 30 წლის არტისტის გამოჩენით. ბიბერი ძალიან დაღონებული, დასტრესილი და წონაში საგრძნობლად დაკლებულია.
„ძალიან გახდა, შეხედეთ მის სახესა და გამომეტყველებას“, „აშკარად დასტრესილია“, „განადგურებულია ბიჭი“, – არ წყდება კომენტარები.