ცნობილი ქართველი ფეხბურთელი გარდაიცვალა – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
ფოთის “კოლხეთის” ყოფილი კაპიტანი, ვეტერანი ფეხბურთელი ნუგზარ თვარაძე გარდაიცვალა.
საფეხბურთო კლუბი „მერანი მარტვილი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„მწუხარებას გამოვთქვამთ ვეტერანი ფეხბურთელის, ფოთის „კოლხეთი 1913-ის“ მთავარი მწვრთნელის, ასისტენტის ნუგზარ თვარაძის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ფოთის „კოლხეთი 1913-ს“ – ნათქვამია სამძიმრის პოსტში.