მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრმა „სვეტიცხოვლობა-მცხეთობა 2024“-ის ღონისძიებაზე სოლო
კონცერტების ჩასატარებლად ექსკლუზიური უფლებამოსილებით გამარტივებული შესყიდვები გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მცხეთობას ნუცა ბუზალაძის სოლო კონცერტი გაიმართება. მომღერალს ცენტრი 25 000 ლარს გადაუხდის.
ამასთან, მცხეთობას იმღერებს ჯგუფი „ურსაც“, რომელსაც 20 200 ლარს გადაუხდიან. განაგრძეთ კითხვა