ყველაზე მაღალანზღაურებადი თურქი მსახიობის უცნობი ამბები – მარტოხელა დედის გახმაურებული რომანები და სიყვარულის გამო არჩეული პროფესია

ნურგულ ეშილჩაი თურქული სერიალების მოყვარულების ერთ-ერთი რჩეული მსახიობია. თურქეთში ის მეგავარსკვლავია და ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია.

ნურგულის გვარი ითარგმნება, როგორც “მწვანე ჩაი”. 1976 წლის 26 მარტს თურქეთში, ქალაქ აფიონში დაიბადა, თუმცა ქალაქ იზმირში იზრდებოდა. ბავშვობიდან ხატვით იყო გატაცებული, კონკურსებსა და გამოფენებშიც მონაწილეობდა და დღესაც აქტიურად ხატავს.


“ხატვით ვიყავი გატაცებული, 4 წელი დავდიოდი ხატვაზე და მხატვრობას ვგეგმავდი. მაგრამ უფრო კლასებში მსახიობი შემიყვარდა, რომელიც კონსერვატორიაში სწავლობდა. მეც იქ ჩავაბარე, რომ ხშირად მენახა.
მოგვიანებით სხვა ქალაქში გადავიდა და სკოლის შემდეგ არც მინახავს. თუმცასამსახიობო თავგადასავლები ასე დაიწყო. შემიყვარდამსახიობობა და საბოლოოდ მხატვრობას ეს საქმე ვარჩიე”, – იხსენებს ნურგული.

განათლება ქალაქ ანტალიაში, თეატრალური ხელოვნების უნივერსიტეტში მიიღო. სამსახიობო კარიერა 1999 წელს დაიწყო და მას მერე არ გაჩერებულა. თეატრში მუშაობის პარალელურად მოხვდა კინოში და წარმატებული მსახიობიც გახდა.

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, 2004 წელს ცოლად გაჰყვა ჯემ იოზერს, მასზე 17 წლით უფროს მსახიობს, რომელთანაც ვაჟი – ოსმან ნეჟათი შეეძინა. წყვილმა რამდენიმე წელს იცხოვრა ერთად და 2010 წელს დაშორდნენ.


განქორწინების შემდეგ ნურგულს რამდენიმე რომანს მიაწერდნენ, მათ შორის მურატ ილდიმირთან. 2018 წლიდან კი სტაბილურად ხვდება რეჟისორ ნეჯატ კოჯაბაის, თუმცა ქორწინებას არ ჩქარობს.