შვილთან ციხეში ვიზიტის დროს მას ეცვა თეთრი სამოსი – თეთრი ქურთუკი, ასევე თეთრი კაბა და რაც სოციალურ ქსელებში განხილვის მთავარ თემად იქცა, წვიმიანი ამინდისთვის განკუთვნილი გამჭვირვალე ჩექმა.
ფეხსაცმელი, რომელიც ექსპრეზიდენტის დედას ეცვა ჩჰანელ-ის 2018 წლის გაზაფხულის კოლექციიდანაა, რომელიც 2017 წელს წარადგინეს.
აღნიშნულ კოლექციაზე მუშაობისას ბრენდმა აქცენტი წვიმაში ჩასაცმელ სამოსზე გააკეთა. ჩვენების მთავარი შტრიხები საწვიმარი ლაბადები და წვიმაში ჩასაცმელი ფეხსაცმელები იყო.
შოუზეც სწორედ გამჭვირვალე ფეხსაცმელმა მიიპყრო მოდის კრიტიკოსების მთავარი ყურადღება. აღსანიშნავია, რომ ეს ფეხსაცმელი ბრენდის ოფიციალურ საიტზე უკვე აღარაა ხელმისაწვდომი და მთლიანად გაყიდულია.
თუმცა მსურველს მისი შეძენა ონლაინ მაღაზია farfetch.com-ზე შეუძლია, თუმცა არა ახლის, არამედ მეორადის. ფასი კი 1385 დოლარია.