გრიგორი ლეპსმა ბოლო გულახდილ ინტერვიუში 44 წლით უმცროსი შეყვარებულის შესახებ ისაუბრა. რომან კოსტომაროვთან ინტერვიუში მან სამომავლო გეგმები გაამხილა საყვარელ ავრორა კიბასთან დაკავშირებით. 62 წლის ლეპსი ლონდონის მოდის კოლეჯის 18 წლის სტუდენტს ზაფხულიდან საცოლეს უწოდებს. ლეპსის თქმით, ხვალაც მზადაა საყვარელთან ერთად ქორწინების სარეგისტრაციოს გაიქცეს.
წამყვანმა ჰკითხა, როგორ მოიქცეოდა თავად გრიგორი, თუ მისი სამი ქალიშვილიდან ერთ-ერთი სახლში იმავე ასაკობრივი სხვაობით საქმროს მოიყვანს. ”ამას მნიშვნელობა არ ექნებოდა. წინააღმდეგი ვიქნებოდი, მაგრამ ამით რა შეიცვლებოდა? იქნებ სულაც ვცდები ამ ადამიანში? ვერ ვიტყვი, რომ ადამიანთა სულებში ექსპერტი ვარ“, – თქვა ლეპსმა.
ლეპსი საცოლეს უამრავ ძვირადღირებულ საჩუქარს ჩუქნის. ერთ-ერთის ფოტო თავად ავრორამ გამოაქვეყნა.
ჩანთა რომელიც ლეპსმა საცოლეს აჩუქა 4000 დოლარის ღირებულებისაა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია რომ საქორწინო ბეჭედში გრიგორიმ 300 000 დოლარამდე გადაიხადა.
ნახეთ.