მაკა ჩიჩუა: „ორი ძროხა გვყავს. თავად ვამზადებ მაწონს, კარაქს, ნადუღს, ყველს…“

მაკა ჩიჩუა ჟურნალ „გზასთან“ დუშეთში ცხოვრების შესახებ საუბრობს:

„სხვათა შორის, ძროხები გვყავს, რის შედეგადაც დიდ ეკონომიას ვაკეთებთ, ბიოპროდუქტს ვქმნი.

ძროხის მოწველა ისწავლეთ?

ვერა, ვერ მოვახერხე. ახლობლები გვეხმარებიან. რძე რომ მოაქვთ, ბავშვებს ამ რძით ფაფას ვუმზადებ, მაწონს ვადედებ, ვცდილობ, ყველა გავაკეთო, კარაქს ვდღვებავ, ძალიან მიყვარს რძის პროდუქტები. ვერ დავიკვეხნი, რომ ძლიერი ვარ რძის პროდუქტების მომზადებაში, მაგრამ არიან დამხმარეები, ვინც ამ მხრივ მხარში მიდგანან. მაწონს კი ყოველთვის მე ვადედებ.

ყოველთვის მქონდა პატარა ბოსტანი, მაგრამ წელს ვერ მოვახერხე და განვიცდი. სეზონურად კიტრი და პომიდორი ყოველთვის მქონდა. ეტყობა, ცოტა გადავიღალე და ვეღარ შევძელი… სოფლად მართლაც ბევრი შრომაა საჭირო. მე რას შევედრები იმ ადამიანებს, რომლებიც დილიდან საღამომდე შრომობენ. თუ ვერ გამოვიძინე, კონცენტრირება მიჭირს…“