წყალი 20 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„27 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჩუღურეთის რაიონში აბაშის ქ. N20-თან, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 27 ნოემბერს 22:00 საათიდან 28 ნოემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ჩუღურეთის რაიონში:

აბაშის, ლებარდეს, ხონის, სენაკის, თეკლათის ქუჩებს.

27 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მთაწმინდის რაიონში, ზანდუკელის ქ. N19-თან, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 27 ნოემბერს 12:00 საათიდან 28 ნოემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონში:

ზანდუკელის N1-17(კენტებს); N2-26 (ლუწებს); ივანე კერესელიძის N1-7 (კენტებს); N2-8 (ლუწებს); თორაძის (ზანდუკელის ჩიხი); კოსტავას N14 და ჭოველიძის N4 ქუჩებს.

27 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, ა.ქართველიშვილის ქ. N7-თან, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 27 ნოემბერს 15:00 საათიდან 28 ნოემბრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში:

აეროპორტის დას, ქვემო ალექსეევკის დასახლებას (ქებურიას დასახლებას), ხვედელიანის, იგოთის, მ. გრიგორაშვილის, ვ. ბარდაველის, ლეო დავითაშვილის, სანდრო შანშიაშვილის, კახეთის გზატკეცილი N 73,75,83,87,89 ნომრებს და ამერიკულ ლაბორატორიას ვარკეთილის მეურნეობის, ორხევის, თეთრიხევის, თვალჭრელიძის, იუმაშევის, რუსთაველის, ფრანგულიანის, დავითაშვილის, ახვედელიანის, ლილოს დასახლებას 2 მ/რ. 10,11,12.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.