ვის შეუძლია ვადაზე ადრე დაგროვებითი პენსიის გატანა

ვადაზე ადრე საპენსიო დანაზოგის გატანა შესაძლებელია მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში:

უცხოეთში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლა – თუ პირი გადადის საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში, მას შეუძლია ვადაზე ადრე გაიტანოს დაგროვებითი პენსია. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ დარიცხული თანხის ნაწილი (2%) უქმდება, და დანაზოგი იბეგრება 20%-ით

მემკვიდრეობა – მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი დაგროვილი თანხა გადაეცემა კანონიერ მემკვიდრეებს, რომლებიც ან ერთიანად აიღებენ დანაზოგს ან გააგრძელებენ დაგროვებას.