“ამით უმარტივესად მიხვდებით გღალატობთ თუ არა ქმარი, მეთვითონ ყოფილი საყვარელი ვარ” – 10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ქმარი გღალატობთ

29 წლის კლერი, როგორც ყოფილი საყვარელი, გვიზიარებს თავის გამოცდილებას. მან მოღალატე ქმრების 10 მნიშვნელოვანი მინიშნების შესახებ მოგვითხრო, წერს – The Asian Parent-ი.
გოგონა აღიარებს, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს, რადგან ტყუილზე წამოეგო. შედეგად, ურთიერთობა გააბა ცოლშვილიან მამაკაცთან, რომელმაც განუცხადა, რომ მისი ქორწინება დასრულებულია.
„თავს პირობა მივეცი, რომ უკვე არასოდეს გავხდები ვინმეს საყვარელი, რადგან წინა ურთიერთობა ძალიან ცუდად დასრულდა. უბრალოდ, მოხარული ვარ, რომ შემიძლია სხვა ქალებს დავეხმარო, შენიშნონ გამაფრთხილებელი ნიშნები.“

გთავაზობთ კლერის მინიშნებებს, თუ როგორ გავიგოთ, ჰყავს თუ არა პარტნიორს ან ქმარს სხვა ქალი.

1. გვიანობამდე არ წვება

ხშირად იძინებთ თქვენი პარტნიორის გარეშე? თუ თქვენი ქმარი ინტერნეტში გვიანობამდე ზის, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ არ უნდა თქვენ წინაშე „დაიწვას“. რა თქმა უნდა, შეიძლება მუშაობს, მაგრამ დარწმუნდით, რომ ეს ასე არ არის.

2. თქვენი ხარჯები შეიცვალა

პარტნიორები, რომლებიც იტყუებიან, ხანდახან მალულად ხარჯავენ ფულს. თვალყური ადევნეთ ძვირად ღირებულ შენაძენებს. ყველას გვაქვს უფლება, ჩვენი ნაშრომი დავხარჯოთ, მაგრამ ქორწინებაში გულწრფელობა არის საჭირო ხარჯებთან დაკავშირებით.

3. მუსიკალური გემოვნება შეეცვალა

ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ კლერის თქმით, მამაკაცს, რომელსაც უეცრად ახალი ჯგუფისადმი სიყვარული გაუჩნდა, შესაძლოა, სხვა ქალი ჰყავს. ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი გვიბიძგებს ახალი სიგიჟეებისკენ – თუნდაც მუსიკალური გემოვნების შეცვლისკენ.

4. ყველა გაჯეტს პაროლი ადევს

პაროლები ტელეფონზე, ნოუთბუქსა და სოციალურ ქსელებში – საგანგაშო ზარია. ყველა ჩვენგანს აქვს პირადი სივრცის ქონის უფლება, მაგრამ ადამიანს, რომელსაც არაფერი აქვს დასამალი, როდესაც სთხოვ, უნდა მოგცეს მათდამი წვდომა.

5. სარკაზმი საპასუხოდ
კლერის თქმით, მამაკაცი, რომელიც ღალატობს, ხშირად თხზავს ისტორიებს ტყუილის დასამალად. მას შეუძლია სარკასტულ გამონათქვამებს მიმართოს, სიმართლე რომ არ გაამხილოს.

6. დიდ დროს ატარებს თანამშრომელ ქალთან

კლერის საყვარელი ცოლს უხსნიდა, რომ კოლეგასთან ერთად მივლინებაში მიდის. ასე ახერხებდა ის სახლიდან თავის დაღწევას. თუ თქვენი ქმარი დიდ დროსა და ძალებს ხარჯავს თანამშრომელზე და ირწმუნება, რომ ის მხოლოდ მეგობარია, ფრთხილად იყავით.

7. ახალი ჩვევები და ქცევის მანერები

თუ თქვენმა ქმარმა მოდური ფრაზების ან ახალი ჟესტების გამოყენება დაიწყო, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: „ვისთან ატარებს ის დროს?“

8. საკუთარი თავის მოვლა დაიწყო

ახალ ტანსაცმელს ყიდულობს ან გადაწყვიტა წონაში დაკლება? ეს შეიძლება სერიოზული ნიშანი იყოს. თუ, რა თქმა უნდა, მართლა არ სჭირდება ჯანმრთელობის გაუმჯობესება ან გარდერობის განახლება.

9. სექსი სიამოვნებას არ განიჭებთ

თუ ნაპერწკალი გაქრა, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენი ქმარი სხვაგან ანთებს ცეცხლს. უნდა აღინიშნოს, რომ მოსაწყენი სექსი ასევე შეიძლება ხანგრძლივი ურთიერთობის შედეგიც იყოს.

10. ემოციურად გშორდებათ

უკვე აღარ გიყვებათ თავის სამსახურზე, არ გიზიარებთ გრძნობებს, კამათის დროს პასუხს თავს არიდებს და ირწმუნება, რომ ყველაფერი კარგადაა.