„სტუდენტი ლუკა ფანჩულიძე გუშინ საღამოს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა“ – სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს

„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უნივერსიტეტის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, უბედური შემთხვევის შედეგად სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტი, ლუკა ფანჩულიძე გარდაიცვალა.

უნივერსიტეტი თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მეგობრებს:

„ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ ლუკა ფანჩულიძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტი, გუშინ საღამოს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ადმინისტრაციისა და სტუდენტების სახელით, გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს ლუკას ოჯახსა და ახლობლებს.
ლუკა იყო ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული სტუდენტი, რომელმაც თავისი შრომით, მონდომებითა და სითბოთი ყველას დაუტოვა დაუვიწყარი მოგონებები. ის ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში, როგორც შთაგონების წყარო და სანიმუშო ახალგაზრდა.
გისამძიმრებთ და ვილოცებთ ლუკას სულისათვის.“ – ვკითხულობთ San Diego State University Georgia-ს განცხადებაში.