მარჯანიშვილის თეატრი სამძიმრის წერილს ავრცელებს

86 წლის ასაკში გარდაიცვალა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი იოსებ გოგიჩაიშვილი.

„მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს ბატონი სოსოს გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს“, – ნათქვამია მარჯანიშვილის თეატრის განცხადებაში.

საქართველოს დამსახურებული არტისტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის პროდიუსერი, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი და სოციალურ ქსელში წერს:

„ჩემი უფროსი მეგობარი, არაჩვეულებრივი არტისტი, ჩვენი გოგიჩას მამა წავიდა თავის უსაყვარლეს შვილთან. მადლობა მეგობრობისთვის, ურთიერთობისთვის, სიყვარულისთვის“