ტრაგედია დატრიალდა უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის ვანო მაჭავარიანის ოჯახში. პოლიტოლოგის 24 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა. მომხდარი ტრაგედიის შესახებ ვანო მაჭავარიანი თავად წერს:
„დიდი უბედურება დაგატყდა თავს. აღარ გვყავს ჩვენი მარიამი💔, ჩვენი ყველაფერი, ჩემი ანგელოზი, 24 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან🥀. უფალო მოგვეცი ძალა დავძლიოთ ეს უდიდესი განსაცდელი🙏.
პანაშვიდები დღეს და ხვალ დღის განმავლობაში და საღამოს (საცობების თავიდან ასაცილებლად, საღამოს 8 მერე), გასვენება შაბათს დღის 2 სთზე სახლიდან. მისამართი: აკაკი გელოვანის პირველი შესახვევი (არა ჩიხი) სახლი 7. დიღომი 8 დასახლება“