ტელეკომპანია “იმედის” დატოვების შემდეგ დუტა სხირტლაძე რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა – ნახეთ რა თქვა მსახიობმა და ტელეწამყვანმა

„ველოდები, რომ მალე არჩევნები იქნება და მალე გამოუშვებენ ყველა პატიმარს, რომელიც უკანონოდ არის დაჭერილი“ – ამის შესახებ მსახიობმა და ტელეწამყვანმა დუტა სხირტლაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მსახიობი ამბობს, რომ განსაკუთრებით გულშემატკივრობს აქციაზე დაკავებულ კოლეგა მსახიობებს:

„ველოდები, რომ მალე არჩევნები იქნება და მალე გამოუშვებენ ყველა პატიმარს, რომელიც უკანონოდ არის დაჭერილი… არავითარ შემთხვევაში… განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს ვგულშემატკივრობთ… ველოდებით პრეზიდენტს მაინტერესებს რას იტყვის ქალბატონი სალომე“ – გააცხადა მსახიობმა და ტელეწამყვანმა „მთავარ არხთან“.