“მერაბმა ვერაფრით გამაკვირვა, ხელი მოვიტეხე და..” – რას ამბობს უმარ ნურმაგომედოვი დვალიშვილთან მარცხის შემდეგ ?

მერაბ დვალიშვილთან მარცხის შემდეგ უმარ ნურმაგომედოვმა ბრძოლა შეაფასა და მისი აზრით გაიმარჯვა კიდეც.

„ვფიქრობ, პირველი სამი რაუნდი მოვიგე, ბოლო ორი კი ახლოს იყო და არ მგონია, რომ დავმარცხდი. პირველი რაუნდის შემდეგ, დარტყმა მიჭირდა, რადგან მგონი, ხელი მოვიტეხე და ამან ჩხუბზე გავლენა იქონია.

მადლობა ღმერთს და ამ ორთაბრძოლის ვიდეოს უნდა ვუყურო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მგონია, არ წამიგია. მსაჯების გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, მაგრამ ვიდეოს ნახვა მინდა. მერაბს არაფრით გავუკვირვებივარ. ვიცოდი, რომ რთული მეტოქე იქნებოდა და რასაც არ ველოდებოდი იყო ის, რომ პირველ რაუნდში ხელი მოვიტეხე“. – ამბობს ნურმაგომედოვი.