მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი უკვე რამდენიმე წელია, ტელეეკრანებიდან გაქრა და სატელევიზიო შოუებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. აღნიშნული გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ მის ყოველ გამოჩენას უამრავი ჭორი მოსდევს.
მიუხედავად ამისა, შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და საკუთარი ცხოვრების დეტალებს გამომწერებსა და გულშემატკივრებს პერიოდულად უზიარებს. მოდელის პირად ცხოვრებას, არაერთი სკანდალი უკავშირდება და მის გვერდით მყოფ საყვარელ კაცზე სხვადასხვა ჭორი თუ მართალი ვრცელდება ყვითელ მედიაში.
თუმცა წლების წინ, როცა შორენა გადაცემებში დადიოდა სტუმრად მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე ხშირად საუბრობდა. ერთ-ერთი ასეთი კი იყო „პროფილი“ როცა მან ის პერიოდი გაიხსენა, როცა ევა ცუდად იყო და გადაღებაზე მაინც მოუწია წასვლა.
„ხშირად მეკითხებიან, რატომ მიკანკალებს ხელები, ზოგი ამაზე დამცინის, მაგრამ მე ეს დამიტოვა ჩემმა ამბავმა” –
ნახეთ რას ყვება შორენა.