ქორწილიდან 8 თვეში ბექა ხოფერია ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა: 3 ქორწინება, 4 შვილი და რომანი ნუცა ადამიასთან

ბექა ხოფერიას ქორწინებები

ბექა ხოფერიას პირადი ცხოვრება საკმაოდ მრავალფეროვანია. მისი პირველი მეუღლე იყო მომღერალი თიკა ჯამბურია, რომელთანაც ქალიშვილი, ნინა, ჰყავს. მათი ურთიერთობა დასრულდა გარკვეული დროის შემდეგ. ამ განშორების შესახებ საჯაროდ თიკა ჯამბურია ხშირად საუბრობდა და ამბობდა, რომ მეუღლესთან განქორწინება მტკივნეულად გადაიტანა, თუმცა თიკა და ბექა დღემდე ინარჩუნებენ მეგობრულ ურთიერთობას და ქალიშვილის აღზრდაში ორივე ჩართულია. 

მეორე ქორწინება ბექა ხოფერიამ 2015 წელს ასირიელ გოგონაზე, ინა ოსიპოვაზე გააფორმა. წყვილს 2016 წლის შვილის შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბექა ხოფერიას რომანი სოფო ქურდიანთან ჰქონდა, მათ ორი შვილი ჰყავთ, ქორწილი კი გასულ ზაფხულს იტალიაში გადაიხადეს. მიუხედავად რეზონანსული ქორწილისა, წყვილი ერთმანეთს დაშორდა და სულ ცოტა ხნის წინ ბექა ხოფერიამ კადრები მალდივებიდან გამოაქვეყნა, სადაც ახალ რჩეულთან, ნუცა ადამიასთან ერთად ისვენებს. 

ვინ არის ნუცა ადამია?

ნუცა ადამია საზოგადოებამ 2016 წელს გაიცნო, როდესაც ის ნიკუშა ალასანიაზე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას ვაჟზე, დაქორწინდა. წყვილს 2016 წელს ქალიშვილი, თინათინი, შეეძინა. თუმცა, ნუცა ადამია და ნიკუშა ალასანია მოგვიანებით დაშორდნენ ერთმანეთს.

ბექა ხო­ფე­რია პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე მე­დი­ას­თან არ სა­უბ­რობს. ბიზ­ნეს­მე­ნის დედა კი, რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და:

“მე თუ რძალს არ ვეყ­ვა­რე­ბი, ჩემს შვი­ლიშ­ვილ­საც არ ვეყ­ვა­რე­ბი. თუ გვერ­დში არ და­ვუდ­გე­ბი, არც ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი და­მიდ­გე­ბა გვერ­დით. ჩვენ უნდა გავ­ცეთ და ვაჩ­ვე­ნოთ შვი­ლებს ისე­თი რამ, რაც მათ და­ა­მახ­სოვ­რდე­ბათ. პა­ტი­ე­ბა უნდა იცოდ­ნენ, სიყ­ვა­რუ­ლი. მად­ლო­ბა ღმერ­თს, არი­ან ჩემი შვი­ლე­ბის ცო­ლე­ბი მრავ­ლად და აღ­მოჩ­ნდა, რომ კარ­გე­ბი არი­ან, დიდი მად­ლო­ბა მათ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­თვის…”