“ისეთი კარგები არიან… 2 შვილზე 6 რძალი, 6 რძლისგან კი 8 შვილიშვილი მყავს. ნამდვილად ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. გოგონები ძალიან მომეხმარნენ” – რას ამბობს ხათუნა ხოფერია ?

ხათუნა ხოფერია გადაცემაში “დღის პოსტი” შვილებთან და შვილიშვილებთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს:

– ისეთი კარგები არიან… 2 შვილზე 6 რძალი, 6 რძლისგან კი 8 შვილიშვილი მყავს. ნამდვილად ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. გოგონები ძალიან მომეხმარნენ. ცომს ზელდნენ, სახლში სანთელი იყო ანთებული და 90-ე ფსალმუნის წაკითხვა დავიწყე. ზეპირად ვკითხულობდი. შვილიშვილები გაკვირვებულები მიყურებდნენ. ისეთი საყვარლები იყვნენ… განსაკუთრებით, ლიზა, პატარა. ყველაფერს აკვირდებოდა. თიკუნამ წელს საოცარი პასკები დააცხო, თავისი კაფე გააკეთა. ასე, რომ რძლები ტრიალებენ, აკეთებენ… ჩემს გოგონებსაც ვასწავლი. მინდა, რომ ბავშვებმა ეს ყველაფერი იცოდნენ. არ მინდა, რომ ჩემი ტრადიციები მოიშალოს. არაფერი ისე არ ამყარებს ოჯახს, შვილებთან ურთიერთობას, რამდენადაც ტრადიციები. მე ვერ ჩავედი სენაკში, მაგრამ ჩემი შვილიშვილი ჩავიდა და მამას საფლავზე მივიდა, კვერცხი გადააგორა, სასმელი მიიტანეს. რა არის ამ ტრადიციაში ცუდი?!