როგორ აფასებს ალისკა სააკაშვილი თავის შესრულებას სატელევიზიო საახაწლო ეთერში – ამის შესახებ მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. კადრებში ალისკა კმაყოფილი ემოციებით უყურებს საკუთარ შესრულებას.
ცნობისთვის, მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ ტვ პირველის საახალწლო ეთერში შვილთან, ალისკა სააკაშვილთან ერთად იმღერა. დედა-შვილმა მაყურებლის წინაშე სიმღერა „საქანელა“ შეასრულა.