სამწუხარო ინფორმაცია – ცნობილი მომღერალი 50 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა

გრემის ნომინანტი ამერიკელი მუსიკოსი ჯონ ფორტე, რომელიც ლეგენდარულ ჯგუფ Fugees-თან და Refugee Camp All-Stars-თან თანამშრომლობით იყო ცნობილი, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ამბავი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ფორტე ორშაბათს, 11 იანვარს, შუადღისას, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ჩილმარკში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.