ნახეთ ცვლილება, რომელიც 1-ელი მარტიდან ამოქმედდება

პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში მიიღო ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს უკანონო შრომით მიგრაციასთან ბრძოლას და ქვეყნის შრომითი ბაზრის დაცვასა და განვითარებას

ახალი წესების მიხედვით, 1-ელი მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქის კანონიერად დასაქმებისთვის აუცილებელია შრომითი ხელშეკრულების გაფორმება, შრომითი საქმიანობის უფლების მიღება და მოქმედი ბინადრობის ნებართვის ან D1 კატეგორიის ვიზის ქონა.