მარნეულის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ბაიდარში მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ორი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.
24news.ge-ის ინფორმაციით, დაღუპულები არიან 23 წლის ბიჭები, უფიგ ბადალოვი და უმიდ ადგოზალოვი. ისინი სოფელ სადახლოდან იყვნენ.