ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი გარდაიცვალა

შალვა გოგოლაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

“ქართულმა სპორტულმა სამყარომ დღეს ლეგენდარული ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მიხეილ სალაძე დაკარგა. ვუსამძიმრებ სპორტსმენის ოჯახს, მეგობრებს, ქართული სპორტის დიდ ოჯახს ამ ტრაგედიას. ბატონი მიხეილი იყო არა მარტო სამაგალითო მოჭიდავე, არამედ გამორჩეული პიროვნული თვისებების მქონე ადამიანი. მსოფლიოს ჩემპიონმა და არაერთი ტიტულის მფლობელმა მოჭიდავემ დიდი კვალი დატოვა ქართულ სპორტში, ქართული ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის განვითარებაში მისი ღვაწლი შეუფასებელია. ბატონი მიხეილის სახელი მუდამ დარჩება ქართული სპორტის ისტორიაში და მისი ხსოვნა ყოველთვის იარსებებს ჭიდაობის თითოეული გულშემატკივრის გულში.”