კეროლ იზარდი, ფსიქოლოგი, ადამიანის ემოციების დიფერენციალური თეორიის ავტორი, მრავალი ემოციიდან 10 ძირითადს გამოჰყოფს. ყოველდღიურად ადამიანები ბევრ სხვადასხვა ემოციას გამოხატავენ, ზოგჯერ ბედნიერები არიან, ზოგჯერ გაბრაზებულები, მოწყენილები, შეშინებულები და ასე შემდეგ. ყველაზე ღრმა ემოციებსაც კი, რომლებსაც ქვეცნობიერად განვიცდით და შესაძლოა, პირდაპირ არ გამოვხატავთ, შეუძლია, ჩვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. ეს მარტივი ტესტი სწორედ თქვენი ქვეცნობიერის ამოცნობაში დაგეხმარებათ. ფოტოზე ხედავთ გოგონას, ხოლო იმას, თუ რა ემოციას გამოხატავს, ყველა ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს:
- შიში
თუ მოგეჩვენებათ, რომ ქალი შიშს განიცდის, მაშინ ბევრი სირთულე გაწუხებთ, რომლებსაც დიდი ხანია ატარებთ. მიუხედავად ამისა, თქვენ ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ხართ, ვინც ნებისმიერ სირთულესა და დაბრკოლებას ღირსეულად გადალახავს და პრობლემების არ შეეშინდება. ბევრი გამოწვევის მიუხედავად, მაინც აგრძელებთ წინსვლასა და ყველა სირთულის გადალახვას.
- ბრაზი
თუ ამ ტესტში აღმოაჩენთ, რომ ქალი ბრაზს გამოხატავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეცნობიერად თქვენც გაბრაზებული და ნაწყენი ხართ. შეეცადეთ, გადახედოთ თქვენს ცხოვრებას და ამოიცნოთ ის ადამიანები და გარემოებები, რომლებიც თქვენზე უარყოფით გავლენას ახდენს და სიმშვიდეში ხელს გიშლით. სინამდვილეში, გაბრაზება ცუდი ემოცია არ არის, თუმცა თუ ის ძალიან დიდი რაოდენობით დაგროვდა, შესაძლოა, დამანგრეველი ეფექტი ჰქონდეს. ამიტომ, ნუ ჩაახშობთ ამ გრძნობას, გათავისუფლდით მავნე გავლენებისგან და ეცადეთ, დაადგინოთ, რა გიშლით ხელს ბედნიერებაში.
- ბედნიერება
თუ ამ ტესტში ქალის ბედნიერ სახეს ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ყოველთვის ყველაფერში დადებითს აღმოაჩენს. გაქვთ საოცარი უნარი, კარგ რაღაცებზე გაამახვილოთ ყურადღება და შეამჩნიოთ ისეთი რამ, რასაც სხვები ვერ დაინახავდნენ. თქვენთან ერთად ადამიანები თავს ბედნიერად და მშვიდად გრძნობენ, ამიტომაც ბევრი მეგობარი და ახლობელი გყავთ.
- ემოცია არ ჩანს
თუ ამ ფოტოზე, ქალის სახეზე ემოცია ვერ დაინახეთ, ტესტის ავტორების თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ემოციურ კრიზისს განიცდით და რთული პერიოდი გაქვთ, დაუთმეთ დრო საყვარელ საქმეს, ჩართეთ ფილმი, წაიკითხეთ საინტერესო წიგნი და კვლავ იგრძნობთ მოტივაციას.
წყარო : Mshoblebi.ge