ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი:
,,გარკვეულ კმაყოფილებას ვგრძნობ იმის გაცნობიერებით, რომ ჩვენს ქვეყანაში იმდენად მოგვარებულია ყველა ყოფითი პრობლემა, მათ შორის ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემებიც, რომ მთავარი წინასაარჩევნო დაპირება სქესის შეცვლის ოპერაციის აკრძალვაა.
აღარ გავიგო ვინმეს წუწუნი უმუშევრობაზე, დაბალ შემოსავლებზე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, საცობებზე, ბინძურ ჰაერზე (ტექდათვალიერებაგავლილ, მაგრამ მაინც შავი ბოლის გამომშვებ მანქანებზე), საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ოკრიბადან გასული მარშრუტკების დონეზე ყოფნაზე, დაავადებების პრევენციული პროგრამების მიზერულ მოცვაზე, ბავშვთა სიკვდილობის მაჩვენებელზე, ქაოსურ მშენებლობებზე, საკვების ფასებზე და ხარისხზე, ქართულ კურორტებზე წასვლის დიარეით და ღებინებით დასრულების ჩვეულებრივ მოვლენად გადაქცევაზე, თურქეთის კლინიკებში ქართველი პაციენტების რიგებზე, თურქეთში წამლების საყიდლად სიარულზე და ა.შ.
ამ თემებზე რა გაწუწუნებთ? მალე გენდერის შეცვლის ოპერაციები აიკრძალება და ამ ყველაფერს ავტომატურად ეშველება. ვაშა!”
წყარო: alia.ge