“ახლა მაინც არ რცხვენია იმ ხალხს, ვინც კვარაცხელიას ლანძღავდა? ინტერვიუს დროს ძალიან გულდაწყვეტილმა თქვა, ვულოცავ ყველა გულშემატკივარს, კარგებს და ცუდებსაცო…“ – რას ამბობს ოთარ ტატიშვილი

“იმედის დილის“ წამყვანი, ოთარ ტატიშვილი პორტუგალიასა და საქართველოს შორის გამართულ მატჩს ეხმაურება და გულშემატკივართა იმ ნაწილს მიმართავს, ვინც ტატიშვილის თქმით, ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავდა:

“ახლა მაინც არ რცხვენია იმ ხალხს, ვინც კვარაცხელიას ლანძღავდა… თუ მიაქციეთ ყურადღება, გუშინ, ინტერვიუს დროს ძალიან გულდაწყვეტილმა თქვა, ვულოცავ ყველა გულშემატკივარს, კარგებს და ცუდებსაცო…

მათ უფრო კლავიატურის ვირთხები ჰქვიათ, მაგრამ მე კლავიატურის ლომებს ვეძახი, არ გრცხვენიათ ხალხო, ამ ბიჭს რომ ლანძღავდით?! გუშინ რა ითამაშა, საუკეთესო იყო მოედანზე და თამაში მოგვაგებინა.

ახლა მაინც შეგრცხვეთ, დადუმდით ყველა, აი, კვარას ჟესტი“, – თქვა ოთარ ტატიშვილმა.