“ახლახან ვნახე ხვიჩას ცოლი – დამთავრდა ეს ბიჭი… პირველი წარმატების შემდეგ ასე ადრე დაქორწინება შეცდომაა… ქართველი ქალი გაიძულებს კაპიტულაცია გამოაცხადო, გაგაგდებს გარეთ” – ოთარ კუშანაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე შო­უ­მე­ნი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ოთარ კუ­შა­ნაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ “ნა­პო­ლის” გა­რე­მარ­ბი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ნა­ად­რე­ვად და­ქორ­წინ­და. ამის შე­სა­ხებ მან Sport24-ს გა­ნუ­ცხა­და. ტე­ლე­წამ­ყვან­მა ასე­ვე ისა­უბ­რა ოსი­მენ­სა და კვა­რა­ცხე­ლი­ას აგენტს შო­რის მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე…

ოთარ კუ­შა­ნაშ­ვი­ლი:
– კვა­რა­ცხე­ლია? ხვი­ჩა უღიმ­ღა­მო გუნდში თა­მა­შობს, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მა­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც კლუ­ბი­დან სპა­ლე­ტი წა­ვი­და. მან “ნა­პო­ლის” ოქ­როს მედ­ლე­ბი მო­უ­ტა­ნა და სურ­და გუნ­დი­დან კარგ ნო­ტა­ზე წა­სუ­ლი­ყო. მათ­მა ტი­რან­მა პრე­ზი­დენ­ტმა კი მად­ლო­ბაც არ გა­და­უ­ხა­და. ამის შემ­დეგ მთა­ვარ­მა თავ­დამ­სხმელ­მა (ვიქ­ტორ ოსი­მენ­მა) ხვი­ჩას აგენტს (მა­მუ­კა ჟუ­ღელს) მო­უ­წო­და, მო­ე­კე­ტა, მა­შინ რო­დე­საც ხვი­ჩა მის გვერ­დით თა­მა­შობს.
რაც შე­ე­ხე­ბა კვა­რა­ცხე­ლი­ას და­ო­ჯა­ხე­ბას, კუ­შა­ნაშ­ვილს მი­აჩ­ნია, რომ სპორ­ტსმე­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ცო­ლის მოყ­ვა­ნა ნა­ად­რე­ვი იყო.
“მა­ინ­ტე­რე­სებს ფი­ზი­ო­ნო­მია. ახ­ლა­ხან ვნა­ხე ხვი­ჩის ცოლი – დამ­თავ­რდა ეს ბიჭი. ძა­ლი­ან ადრე და­ქორ­წინ­და. და­ვი­ნა­ხე ხვი­ჩის ბავ­შვუ­რი სახე და მის გვერ­დით ქარ­თვე­ლი ტა­ტი­ა­ნა ტა­რა­სო­ვა (სსრკ-ის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მწვრთნე­ლი ფი­გუ­რულ სრი­ალ­ში). მგო­ნი ხვი­ჩას ყვე­ლა­ფერს წა­არ­თმე­ვენ. სა­ხე­ზე ეწე­რა – ნახ­ვამ­დის, ჩე­კის წიგ­ნა­კო.
ქარ­თვე­ლი ქალი გა­ი­ძუ­ლებს კა­პი­ტუ­ლა­ცია გა­მო­ა­ცხა­დო, გა­გაგ­დებს გა­რეთ, შე­გა­ფურ­თხებს ზურ­გში, მერე მობ­რუნ­დე­ბა სახ­ლში, გა­და­ით­ვლის ფულს და გა­ი­ფიქ­რებს, რა­ღაც მა­ინც ვი­ხე­ი­რე ამ კა­ცის­გან. პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ ასე ადრე და­ქორ­წი­ნე­ბა შეც­დო­მაა“, – გა­ნა­ცხა­და კუ­შა­ნაშ­ვილ­მა.
ეს იგი­ვე იქ­ნე­ბო­და მე რომ „ოლიმპ ბეტ­თან“ გა­ფორ­მე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტის შემ­დეგ ან­ფი­სა ჩე­ხო­ვას­თვის და­მე­ძა­ხა სა­ძი­ნე­ბელ­ში, მე ხომ ყვე­ლა­ფერს დავ­კარ­გავ­დი, ის კი წა­ი­ღებ­და ყვე­ლა­ფერს“- ამ­ბობს კუ­შა­ნაშ­ვი­ლი.

ხვი­ჩა და ნიცა 2023 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წელი ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. სა­ქორ­წი­ლო ცე­რე­მო­ნია ქა­ლაქ მცხე­თის ფე­რის­ცვა­ლე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში გა­ი­მარ­თა. გო­გო­ნა იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და არ აქ­ტი­უ­რობს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

“რუ­ბი­ნის” ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია “ნა­პო­ლი­ში” 2022 წლის ივ­ლის­ში “დი­ნა­მო­დან” (ბა­თუ­მი) გა­და­ვი­და. მარ­ტში, ფეხ­ბურ­თე­ლი ყა­ზა­ნის ნაკ­რე­ბი­დან საწ­ვრთნელ ბა­ნაკ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში გა­ემ­გზავ­რა და აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუ­ბინ­მა ფეხ­ბურ­თელ­თან კონ­ტრაქ­ტის შე­ჩე­რე­ბა გა­მო­ა­ცხა­და.
გა­სულ სე­ზონ­ში ნა­პო­ლიმ იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნა­ტი 33 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად მო­ი­გო, კვა­რა­ცხე­ლი­ამ კი 34 მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა, 12 გოლი გა­ი­ტა­ნა და 10 სა­გო­ლე გა­და­ცე­მა გა­ა­კე­თა. ქარ­თვე­ლი ნაკ­რე­ბის მე­ო­რე ბომ­ბარ­დი­რი გახ­და.

წყარო:ambebi.ge/