რუსი შოუმენი მაქსიმ გალკინი და მომღერალი ალა პუგაჩოვა სკანდალში გაეხვნენ. ცოტა ხნის წინ წყვილი იურმალაში Laima Vaikule Rendezvous-ის ფესტივალზე იმყოფებოდნენ. ღონისძიების დროს ალამ და მაქსიმმა იჩხუბეს.
მედიის ინფორმაციით, ერთ საღამოს იურმალაში წვიმა დაიწყო. გალკინმა ქოლგა გაშალა, რომ არ დასველებულიყო. ალამ ქმარს სთხოვა, ქოლგა მასთან უფრო ახლოს მიეტანა, რაზეც კაცმა უარი განაცხადა.
”შენ თავზე ქუდი გახურავს და მე არა, მე სცენაზე უნდა ავიდე”, – უსიამოვნო ტონით უთხრა გალკინმა.
ქმრის სიტყვების მოსმენის შემდეგ პრიმადონა გაჩუმდა და მეუღლისთვის ზედ აღარ შეუხედავს.
წყარო : Ambebi.ge