ხშირად მარტივი, ფსიქოლოგიური ტესტები ჩვენ შესახებ იმდენ ინფორმაციას გვაძლევს, შესაძლოა, ამის შესახებ არც არაფერი ვიცოდეთ. ამოცანა, რომლის გადაჭრასაც დღეს გთავაზობთ, ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. ბევრი მოწონება და კომენტარი დაიმსახურა, თუმცა ტესტის ავტორები ამბობენ, რომ სწორი პასუხი იშვიათობაა. მომხმარებელთა მხოლოდ 1%-ს შეუძლია დაადგინოს, რატომ არის წარმოდგენილი სურათი უცნაური. ამიტომაც, ეს მარტივი ტესტი თქვენს ყურადღებას, კონცენტრაციასა და ლოგიკურად აზროვნების უნარს შეამოწმებს.
დააკვირდით სურათს. თითქოს, მასზე ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურება: ხალხი ავტობუსის გაჩერებაზე დგას და ელოდება ტრანსპორტს, გარეთ კი წვიმს. თუმცა, არის რამდენიმე ისეთი დეტალი, რაც, წესით, ასე არ უნდა იყოს. თქვენი ამოცანაა, ეს დეტალები აღმოაჩინოთ. ხოლო, თუ სწორი პასუხის აღმოჩენას ვერ მოახერხებთ, შეგიძლიათ, ქვემოთ შეამოწმოთ:
სწორი პასუხი
ალბათ, აუცილებლად შენიშნავდით, რომ ხალხი წვიმაში ავტობუსს ელოდება. მათი უმეტესობა ქოლგებით დგას, თუმცა მათ ფეხებთან გუბეებია. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ქოლგა წვიმას ატარებს. არადა, იქვე ქალი წითელი კაბით უქოლგოდ დგას და მის გარშემო არანაირი გუბე არაა, თითქოს მას წვიმა საერთოდ არ ეხება და გვერდს უვლის.
წყარო : Mshoblebi.ge