სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით ბარსელონა ინტერესდება.
Il Mattino ამ ინფორმაციას ადასტურებს და დეტალებს გვიმხელს.
წყაროს ცნობით, კატალონიური გრანდი მზად არის ხვიჩას სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ეს კი ის თანხაა, რომელიც მამუკა ჯუღელს სურს რომ კვარას გამოსასყიდ თანხად მიუთითონ კონტრაქტში.
როგორც ჩანს, დიდი შანსია რომ ქართველმა ვარსკვლავმა ნაპოლი დატოვოს