ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის ბოლო 3 თამაშში მინიმუმ 1 გოლის გატანა შეძლო და უკვე 10 გოლი დაუგროვდა.
კვარაცხელია, რომელიც პოზიციით ფორვარდი არ არის, ბომბარდირთა სიაში დაწინაურდა და მე-6 ადგილს იკავებს.
“კვარასგან ამას აღარ ელოდნენ. სეზეონის მეორე ნახევარში დაბრუნდა ძველი კვარა და თუ ასეთი ტემპებით გააგრძელებს მარტინესის შემდეგ მეორე საუკეთესო ბომბარდირი იქნება” – წერს ნეაპოლური გამოცემა.
ნახეთ იტალიის ჩემპიონატის 6 საუკეთესო ბომბარდირი.