ამდენი ილიას ჯერ არ გამოუმუშავებია – ცნობილია საბოლოოდ რა თანხა მიიღო ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეის დამარცხებისთვის

უცხოური მედიის ინფორმაციით, ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეის დამარცხებისთვის სოლიდური თანხა მიიღო.

აბუ დაბიში გამართული ღონისძიება ილიასთვის კარიერის მანძილზე ყველაზე შემოსავლიანი გამოდგა.

თოფურიამ ჯამურად ჰონორარის სახით 2 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო (2,44მილ.)

მომდევნო მეტოქე თოფურიასთვის ალექს ვოლკანოვსკი იქნება, რომელიც ილიამ ერთხელ უკვე დაამარცხა.