კესარია აბრამიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 2 წლის განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი იყო, რის გამოც საქართველოს დატოვება მოუწია.
„მოგესალმებით მეგობრებო თითქმის 2 წელია ვიყავი ტოქსიკურ ურთიერთობაში , ხშირად მეკითხებიან რატომ გავქრი ტელეეკრანებიდან მიზეზი სწორედ ეს იყო გაგიკვირდებათ და ვიყავი მანიპულაციის და ძალადობის ქვეშ მე დავტოვე ქვეყანა სწორედ ამ მიზეზით.
რომ თავი დამეღწია შექმნილ რთულ სიტუაციას , აუცილებლად დავბრუნდები და სათანადო ზომებს მივმართავ და აუცილებლად ვისაუბრებ საჯაროდ ამ თემაზე არა ძალადობას !“, – წერს კესარია აბრამიძე