7 აპრილს, ბოჭორმის ქუჩა №12-ში, მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
დაღუპულებს შორის არის 24 წლის რატი საგანელიძე. მას ხვალ, 11 აპრილს დაკრძალავენ.
„არ ვაპირებ საჯაროდ ჩემი ძმის დატირებას, მინდა ყველას ისეთი ბედნიერი, მომღიმარი და ლაღი გახსოვდეთ, როგორიც იყო.
სადაც არ უნდა იყო, ვიცი რომ ჩემს გვერდით იქნები. პირობას გაძლევ გეყოლება და რომლითაც სულ იამაყებ“, – წერს რატი საგანელიძის და.