არასდროს გააკეთო ეს – ნაპოლის გულშემატკივრებმა კვარაცხელიას თხოვნით მიმართეს

“იუთუბზე” ერთ-ერთ ნეაპოლურ არხზე ქუჩის გამოკითხვა ჩაატარეს და ჰკითხეს იტალიელ ქომაგებს რა არის გუნდში გამოსასწორებელი.

ქომაგების დიდი ნაწილი გუნდის მთავარ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას ასახელებენ.

“არასოდეს დატოვო ნაპოლი. კვარა გვიყვარხარ” – ამბობენ ვიდეოში ნეაპოლელი ქომაგები.

შეგახსენებთ, რომ არის საუბრები იმის თაობაზე რომ შესაძლოა კვარაცხელიამ ნაპოლი ზაფხულში დატოვოს. კვარას არაერთი მსურველი ჰყავს, მათ შორის ქართველის შეძენით ბარსელონა და მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდება.

წყარო : PNEWS.GE