“ასეთი ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა” – ვინ არის სასროლეთში აფეთქების შედეგად დაღუპული ახალგაზრდა

სასროლეთში აფეთქების შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილი რატი საგანელიძეა.

ბლოგერი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს.

“გარდაიცვალა რატი საგანელიძე გლოვა ჩამოსახლდა შენს ბედნიერ ოჯახში. უსასრულო მოლოდინს, გაუსაძლის მონატრებას და ტკივილს, შენი სახელი ჰქვია!
ძალიან მწარეა რეალობა, იმდენად მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, თავი სიზმარში ჰგონია ყველას ვინც გიცნობდა და ვისაც უყვარდი შეწყდა შენი ცხოვრება ამ ქვეყანაში…
წარმოუდგენელი უბედურებით გამწარებულია შენი ოჯახი
რამდენი აუხდენელი ოცნება დაგრჩა! ამ უბედურებამ პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა რატომ მოხდა ასე? რატომ არ უნდა გეცოცხლა?
რა ძნელია ჩემთვის შენზე წარსულში ლაპარაკი.
მეხის გავარდნას გავდა ამბავი შენი გარდაცვალებისა, დაუჯერებელია, მოულოდნელი .
შენი არყოფნით გამოწვეულ სევდას, სიცარიელეს, აუწერელ ტკივილსა და მონატრებას დრო ვერ გაანელებს. წახვედი და დატოვე მონატრების დიდი ტკივილი.

“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.

სიტყვები არ კმარა ამ უდიდესი დანაკარგის გადმოსაცემად…. რატის სიყვარულით რომ განსაკუთრებით უცემდა გული, ის გული გაჩერდა სამუდამოდ… ამ ტკივილს სახელს ვერ დაარქმევ, აქ სიტყვები აზრს და მნიშვნელობას კარგავს…

მოიხსენიეთ ახლადშესვენებული რატი
კიდევ ერთი ახალგაზრდის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე… რა იყო ეს ბედისწერა?” – წერს სიხარულიძე.