„ბევრი შეტყობინება მომდის თუ რატომ დავტოვე „პრაიმშოუ“ და ბევრი ვერსია მხვდება ამასთან დაკავშირებით“ – ამის შესახებ ტელესახე და მოდელი სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეო მიმართვას ავრცელებს.
ტელესახე ამბობს, რომ მას პირადი გეგმები აქვს, რომელიც არც ტელევიზიას უკავშირდება და არც პოლიტიკას:
„ბევრი შეტყობინება მომდის თუ რატომ დავტოვე „პრაიმშოუ“ და ბევრი ვერსია მხვდება ამასთან დაკავშირებით. ზოგმა სხვა არხზე გამიშვა, ზოგმა პოლიტიკაში.
„პრაიმშოუსთან“ ერთად თითქმის 8 საინტერესო წელი გავატარე, ახლა კი სხვა პირადი გეგმები მაქვს, რომელიც არც ტელევიზიას უკავშირდება და მით უმეტეს არც პოლიტიკას“– წერს სალომე ღვინიაშვილი.