,,ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა… საშინელი დღე მქონდა, რა არ გადამხდენია და რას არ შევსწრებივარ, თუმცა დღეს ჩემს თვალწინ მოხდა… ” – რას წერს ანდრია გველესიანი

ანდრია გველესიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

როგორც მომღერალი და მსახიობი წერს, დღეს მძიმე ავარიას შეესწრო, რა დროსაც მთელი ოჯახი დაშავდა.

,,ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა..

საშინელი დღე მქონდა, რა არ გადამხდენია და რას არ შევსწრებივარ , თუმცა დღეს ჩემს თვალწინ მოხდა ავარია და მთელი ოჯახი დაშავდა ერთ-ერთ მანქანაში..
ჩემი ხელით გადმოვიყვანე დასისხლიანებული პატარა ბიჭი დაკუჭული მანქანის ფანჯრიდან..

მადლობა ღმერთს რომ ყველანი გადარჩნენ და ცოცხლები არიან..
უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ არ ვიცით როდის რა საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით ამიტომ 1000 ჯერ უფრო მეტად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთმანეთის სიცოცხლეს..
რეალურად ჩვენ ხომ ერთმანეთისთვის ვცხოვრობთ.. ადამიანები!”, – წერს ანდრია გველესიანი.