ბიჭი, რომელიც მთელმა საქართველომ შეიყვარა – ცხოვრება ესპანეთში, მატჩი ბარსელონასთან და სხვა უცნობი ამბები გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ

გიორგი ქოჩორაშვილი საბერძნეთთან მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და პენალტების სერიაში პირველმა შეასრულა ტერთმეტმეტრიანი.

ვილი სანიოლმა მატჩის შემდეგ ქოჩორაშვილი შეაქო და თქვა, რომ გიორგიმ თავად გამოთქვა სურვილი პირველი დაერტყა თერთმეტმეტრიანი.

ქოჩორაშვილი 24 წლის ნახევარმცველია, რომელიც ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს და “ლევანტეს” ღირსებას იცავს.

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ქოჩორაშვილმა “ბარსელონას” წინააღმდეგ ითამაშა და უდიდესი გამოცდილება მიიღო.

ქოჩორაშვილი ესპანურ ფეხბურთში “საბურთალოს” რიგებიდან მოხვდა და წლებია უკვე საზღვარგარეთ ასპარეზობს.

მიხუედავად მისი ასაკისა, გიორგი გამოირჩევა ლიდერის თვისებებით და ეს თერთმეტმეტრიანების სერიაშიც გამოჩნდა.

“არასდროს შეწყვიტო ოცნება” – ამ ტექსტს აქვეყნებს ქოჩორაშვილი ისტორიული მატჩის შემდეგ.

ნახეთ ფოტოები.

წყარო : Pnews.ge