,,ბოლომდე მეგონა, შენ 14 წლის ნანატრ ანგელოზს აიყვანდი ხელში”- ბათუმში ახლახან გარდაცვლილ ქალს ემშვიდობებიან

TV25.GE-ის ინფორმაციით, მწვავე პნევმონიით, მშობიარობის შემდეგ, 39 წლის ქალი გარდაიცვალა. ქალი მძიმე მდგომარეობაში, 12 თებერვალს, ჯანმრთელობის ცენტრ “მედინადან” თურქეთში გადაიყვანეს.


ექიმების ცნობით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება და ახალშობილმა კლინიკა უკვე დატოვა.

ცნობისთვის, გარდაცვლილი ქალი ქეთი კაიკაციშვილი, რომელიც ბათუმში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, ისინი შვილის ყოლას 14 წელი ელოდებოდნენ.

,,ბოლომდე მეგონა, შენს 14 წლის ნანატრ ანგელოზს აიყვანდი ხელში და კვლავ სიხარულს გამოასხივებდი”-, წერს გარდაცვლილის ახლობელი.