ბრავო ნიკა ! ნიკოლოზ წულუკიძის ემოციური სიტყვები გიორგი ყიფშიძის შესახებ

მოგეხსენებათ, რომ გიორგი ყიფშიძე სამკურნალოდ საზვღარგარეთ გაემგზავრა.

მსახიობს თან გაჰყვა ნიკოლოზ წულუკიძე, რომელმაც გიორგის შესახებ ასეთი სიტყვები თქვა “იმედის დღის” ეთერში.

“მინდა წარმატებები ვუსურვო გიორგის. ის ბრძოლა, რომელიც მან გამოუცხადა სხვადასხვა დამოკიდებულებებს წარმატებით დამთავრდება და გიორგი ჯანღონით სავსე დაუბრუნდება ოჯახს და თეატრს, ისეთი როგორიც კარიერის საწყის წლებში იყო” – ამბობს ნიკოლოზი.

ნიკოლოზმა ასევე განაცხადა, რომ როდესაც კლინიკას ტოვებდა, მას გიორგიმ დაუძახა და უთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

წყარო : Elnews.ge