“კარლსრუეს” და საქართველოს ნაკრების ფორვარდს ბუდუ ზივზივაძეს კარგი თამაში დაუფასდა.
ბუდუ ბრწყინვალე ფორმაშია და გოლს-გოლზე იტანს.
ქართველის ეს ფორმა შეუმჩნეველი არ დარჩა და ბუდუს სატრანსფერო ღირებულება გაორმაგდა.
აქამდე ზივზივაძის ფასი სატრანსფერო ბაზარზე 900 000 ევრო იყო, ამჟამად კი მისი ღირებულება 1 800 000 გახდა.
ბუდუს ბუნდესლიგა ორის 6 ტურში 6 გოლი აქვს დაგროვებული.