„ჩემო თვალებციმციმა გოგო… ჩემო მაიკო“ – ცნობილია ბაღდათში გარდაცვლილი მეორე ადამიანის ვინაობა

ბაღდათში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მეორე ადამიანის ვინაობაც გახდა ცნობილი. ის მაია ჩეჩელაშვილია.

„ჩემო თვალებციმციმა გოგო. ჩემო მაიკო როგორ დამიტოვეთ ქრისტო მარტო! როგორ არ შეიცოდეთ“.

ცნობილია, რომ ასევე გარდაცვლილია, 20 წლის ნია რობაქიძე. “ჩემო ნიაკო, რამდენი წარმატება გელოდა წინ” ,- წერენ სოციალურ ქსელში.