რამდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ყველასთვის საყვარელი მომღერალი, მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე შეყვარებული იყო. ის საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ იშვიათად საუბრობდა, თუმცა ახლა ოჯახურ კადრებს ხშირად გვიზიარებს. ნინო სურგულაძემ გიორგი ინწკირველზე იქორწინა. მათ ტყუპები, ნატალია და ზაქარია ჰყავთ.
„ჩემსა და გიორგის შორის გრძნობა რომ გაჩნდა, თითქოს თავში რაღაც დამეცა. ძალიან უცებ მოხდა ყველაფერი. არ მეგონა, რომ ამ ასაკში ასეთი დიდი სიყვარული მეწვეოდა. უბედნიერესი ადამიანები ვართ და თან ორ შვილს ველოდებით” – ამბობდა ნინო. როგორც მან განმარტა, მომავალ მეუღლეს დიდი ხნის განმავლობაში იცნობდა, თუმცა ახლო ურთიერთობა ბოლო წლებში ჩამოუყალიბდათ და ერთად ცხოვრება ძალიან მალე, სამ თვეში გადაწყვიტეს.