თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს იმ მიზეზს, თუ რატომ არ აჩენს აქამდე ბიოლოგიურ დედას.
“ჩემთვის ცოტა გაუგებარია, როცა ხალხი წერს, რომ დედა გამოვაჩინო, ასჯერ დავწერე, რომ დედა არ არის საქართველოში და ვერ გამოვაჩენ. ფოტო დავდო და დავაწერო რომ ეს არის დედა? თქვენთვის რისი მომცემი იქნება ეს? როდესაც პირადად ვნახავ, ემოციების გაცვლა როცა მოხდება ჩვენ შორის, როცა გავესაუბრები და პირადად შევხვდები, შემდგომი განვითარება უფრო მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის, ვიდრე ფოტო რომ დავდო,“ – ამბობს მუსერიძე.