ლაშა ტალახაძეს მშობლიურ საჩხერეში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
ტალახაძემ საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისგან ბრწყინვალე საერთაშორისო სპორტული გამარჯვებებით საქართველოს ღირსების ამაღალებისთვის ჯილდოს სახით 20 ათასი ლარი მიიღო.
გარდა ამისა, შვიდგზის მსოფლიოსა და შვიდგზის ევროპის ჩემპიონს ჩოხოსანთა საზოგადოებისგან რაინდის წოდება მიენიჭა.