მოგეხსენებათ, რომ ფრანჩესკო კალცონას არ მოეწონა ქართველი ფეხბურთელის დამოკიდებულება, როდესაც ის „ბარსელონასთან“ მატჩში შეცვალა და ვარაუდობენ, რომ კვარა კალიარის წინააღმდეგ კვირას წინააღმდეგ სათადარიგო სკამზე დარჩება.
Il Mattino წერს, რომ აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩას დისციპლინურ დაჯარიმებაზე ფიქრობს. ჯერჯერობით, არ არის დაკონკრეტებული რა სახის ჯარიმა შეიძლება იყოს, მაგრამ გამოცემა წერს, რომ კლუბი უკმაყოფილოა მსგავსი დამოკიდებულებით, რადგან კვარას ასეთი რეაქცია პირველად არ ჰქონია.