ამონარიდი “დიდებული საუკუნის” ვარსკლვავის მერიემ უზერლის ინტერვიუდან.
” დედა გერმანელია, მამა თურქი, ჩვენს ოჯახში ორი სახელის დარქმევის ტრადიციაა, ჩემი მეორე სახელი სარაა, დედას უნდოდა ჩემთვის ბიბლიური სახელი სარა დაერქმევა, მაგრამ მამამ თქვა რომ პირველი სახელი თურქული მექნებოდა, ამის გამო ჩხუბი ჰქონდათ და თურქეთმა გაიმარჯვა.”
“როდესაც თურქეთში მოვდივარ და აეროპორტში შემოვდივარ ვამბობ, მადლობა ღმერთს, სახლში ვარ, იგივე ხდება როდესაც გერმანიაში ვარ, ორივე ქვეყანაში თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში.”
შეგახსენებთ, რომ მსახიობს განსაკუთრებული პოპულარობა და ცნობადობა ისტორიულმა სერიალმა “დიდებულმა საუკუნემ” მოუპოვა.