დემი მურის 5 საიდუმლო, რითაც 61 წლის ასაკში საცურაო კოსტიუმში თამამად პოზირებს

ჰოლივუდში კარგად „შენახული“ სხეულით და ახალგაზრდა იერის შენარჩუნებით დღეს ვეღარავის გააკვირვებ, მაგრამ 61 წლის ასაკში საცურაო კოსტიუმში ასე თამამად პოზირებას მართლაც რომ ერთეულები ახერხებენ. დემი მურიც მათ შორისაა.

როგორც წესი, ჰოლივუდის ვარსკვლავების კარადები ხშირად მუზეუმის დარბაზებს წააგავს: აქ ნახავთ ძვირადღირებული ბრენდების უახლესი კოლექციების ნივთებს, ელიტურ კაბებს და ლამაზ ყუთებში ჩამალულ სამკაულებს. იშვიათია, რომ სიტუაცია ვინმესთან განსხვავებული იყოს და დემი მური სწორედ ასეთი გახლავთ. მსახიობი ხშირად არ ბრწყინავს წითელ ხალიჩაზე, როგორც ადრე, მაგრამ თავის ყველაზე წარმატებულ სამოსად საცურაო კოსტიუმები მიაჩნია!

ზამთარში და ზაფხულში, წვიმაში და მზიან ამინდში – დემი ყოველთვის ცდილობს პლაჟის ჩაცმულობის მორგებას, ხანდახან კი უბრალოდ ვარჯიშობს საკუთარი სახლის გაზონზე ან მზის აბაზანებს იღებს დასვენების დღეებში. მისი სოციალური ქსელები სავსეა ცხელი ფოტოებით, რომლებზეც უარყოფითი კომენტარიც ბევრია, მაგრამ ფაქტია, 61 წლის ასაკში ბრტყელი მუცლითა და მოხდენილი ფეხებით ყველა ვერ დაიკვეხნის!

რას აკეთებს დემი მური მარადიული ახალგაზრდობისა და ლამაზი სხეულისთვის?

მკაცრი დიეტა

დემი მურის ცხოვრების წესი შესანიშნავად ასახავს ფრაზას, რომ ჯადოსნური აბი არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სხვა ვარსკვლავი ჯერ კიდევ ცდილობს ჯანსაღი ცხოვრების წესი გამოავლინოს სიგამხდრის მთავარ საიდუმლოდ, დემი პრაქტიკულად მაია პლისეცკაიას მითითებების მიხედვით ცხოვრობს: „როგორ დავიკლოთ წონა? არ ჭამო! უფრო ეფექტური მეთოდი ჯერ არ გამოუგონიათ“ – ამბობს ის. რა თქმა უნდა, დემის შემთხვევაში ყველაფერი არც ისე რადიკალურია – ვარსკვლავი უბრალოდ ფრთხილობს, რომ ზედმეტი არ ჭამოს. ის დღეში სამჯერ ჭამს და არასდროს ჭამს შუალედებში. ამ დროს მცენარეულ ჩაის და მდუღარე წყალს მიირთმევს.

Ჯანმრთელი საკვები

დემი მური ამტკიცებს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კალორიების მიღება, არამედ ჯანსაღი საკვები მაგალითად, მსახიობს აკრძალული აქვს კარაქი, ნაღები და მაიონეზი, ასევე ტკბილეული და დამუშავებული საკვები. ყველაზე ხშირად, დემი ვეგანური დიეტის წესებს იცავს. ცდილობს მიირთვას ბევრი ხილი, უმი ბოსტნეული, კენკრა და მწვანილი, დალიოს წვენები და სმუზი და მოამზადოს ჯანსაღი წვნიანები. მისი დიეტა თხილს და თესლს შეიცავს.

ჭამის დროს, მური კონცენტრირდება მხოლოდ თავის შეგრძნებებზე და როგორც კი იგრძნობს დანაყრებას, თეფშს თავს ანებებს.

ვიტამინებისა და მინერალების ბალანსი

იმის გამო, რომ დემი მური პრაქტიკულად არ ჭამს ცხოველურ პროდუქტებს, ყურადღებით ეკიდება ორგანიზმში ცილების, ვიტამინებისა და მინერალების ბალანსს. ამისათვის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ რეგულარულად იტარებს ანალიზებს, მაგრამ თუ რამე დეფიციტი გამოვლინდა, ხელოვნური დანამატების მიღებას არ ჩქარობს. ინდიკატორები ნორმაში დასაბრუნებლად დიეტას ცვლის, მაგალითად, საკვებში მეტი მწვანილის, პარკოსნების ან ბოსტნეულის დამატებით.

სპორტი

დემი მური რეგულარულად ვარჯიშობს, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ჯანმრთელობისთვის და არა ფიგურის გულისთვის. ამიტომ ის იშვიათად დადის სპორტდარბაზში, თუმცა კვირაში რამდენჯერმე დარბის, ცურავს, ცეკვავს და იოგას გაკვეთილებში პოულობს ჰარმონიას. თითოეული სპორტისთვის მსახიობს ცალკე ინსტრუქტორი ჰყავს, რომლებიც სრულყოფილების მიღწევაში ეხმარებიან.

არავითარი თვითკრიტიკა

ის რამდენჯერმე აღიარეს მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ქალად და თითქოს არანაირი კომპლექსი აღარ უნდა ჰქონოდა, მაგრამ დემი მური აღიარებს, რომ წარსულში კარიერულ შეცდომებსაც კი უშვებდა, იმდენად ეჭვი ეპარებოდა საკუთარ თავი. თუ მოულოდნელად როლს დაკარგავდა საკუთარ თავს უნიჭოს და უვარგისს უწოდებდა და შეეძლო თვეები დეპრესიულ მდგომარეობაში გაეტარებინა. დღეს კი ყველაფერს სხვანაირად უყურებს და საკუთარი თვაის კრიტიკაზე დროს აღარ კარგავს.

წყარო : Mshoblebi.ge